06:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 14:59:14, 276 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კონგრესმენებზე - ეს ადამიანები ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს - ეს აბსურდულია

აბსურდია ამერიკელი კონგრესმენების განცხადება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს, რათა საქართველოში დემოკრატია გადარჩეს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,  კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, “აბსურდული განცხადებები არჩევნებამდე კიდევ უფრო გამძაფრდება“.

 “ჩვენ ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს და სავარაუდოდ, არჩევნების თარიღამდე ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება. როგორ შეიძლება, რომ ეს სისულელე თქვა? ქართველს ამას როგორ ეუბნებიან, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს? გავიხსენოთ, სად ვიყავით 2012 წლამდე, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ იმ ბოროტებას, იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა. ზუსტად არ მახსოვს ვინ, მაგრამ რომელიღაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ საქართველო ადრე კარგი სათამაშო იყო და დღეს ეს სათამაშო დაზიანებულიაო. წარმოგიდგენიათ ჩვენს ქვეყანასთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ საქართველო ვიღაცის, თუნდაც ამერიკის სათამაშო ყოფილა? ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ. ამ რადიკალებს და ამ ბოროტებას 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics