18:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 10:52:39, 410 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე 3 ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე 3 ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამოქალაქო პირებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ ამ ზონაში, რაც ზრდის მოლოდინს ლიბანში სამხედრო ოპერაციების დაწყებასთან დაკავშირებით.

"სიტუაციის შეფასების შემდეგ, ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ-ამისა და კფარ-გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია",  - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ტერიტორია ისრაელის სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილი გახდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენი: მზად ვარ, შევისწავლო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თანხმობის შემთხვევაში
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics