02:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 12:31:36, 639 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოლოგიურ პარკში საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმს გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს.

20 წლის ნემო ჯალაღონიამ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მცირე საწარმო გახსნა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ნემო ჯალაღონია ახლად გახსნილ საწარმოში მეგობართან ერთად საქმიანობს, რომელიც თექაზე მუშაობს. მეგობრები ერთობლივად ქმნიან ნამუშევრებს, რომელთა რეალიზაციასაც ახორციელებენ და მომავალში საჩუქრების მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ.

ნემო ჯალაღონიას თქმით, რომ არა მიღებული დაფინანსება, საყვარელ საქმეზე უარის თქმას აპირებდა, რადგან შესაბამისი დანადგარები არ ჰქონდა. გაყიდვების ზრდის შემდეგ, მას 3D აპარატის შეძენა სურს, რომლითაც ნამუშევრების გრავირებას გააკეთებს. პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოლოგიურ პარკში საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს.

"ეს არის მეწარმეობის განვითარება. ეს ადამიანი სამსახურის ძებნას აღარ დაიწყებს, საკუთარ ოჯახს თავად შეინახავს და სხვებსაც დაასაქმებს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics