19:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 14:44:57, 402 ნახვა

მსოფლიო
იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, არჩევნების ნაადრევად გამართვის გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ახალმა კანდიდატმა, შიგერუ იშიბამ მიიღო, რომელიც მმართველი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ახალ ლიდერად გასულ კვირას აირჩიეს.

მოქმედმა პრემიერმა, ფუმიო კიშიდამ, ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლის გაგრძელებას აღარ გეგმავდა.

მთავრობის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად 67 წლის შიგერუ იშიბამ კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო. ისინი ვადამდელ არჩევნებში მასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

შიგერუ იშიბა 2007-2008 წლებში იაპონიის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენი: მზად ვარ, შევისწავლო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თანხმობის შემთხვევაში
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics