07:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 14:15:25, 321 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - არასდროს მოვიხდით ბოდიშს - 26 ოქტომბრის არჩევნები ბოლო შანსია, საქართველო დამოუკიდებელი იყოს

ბიძინა და მისი კლანი ყიდიან ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შენასანარჩუნებლად,- ასე ეხმაურება "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის "გადარჩენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ბოლო შანსია".

"ბიძინა და მისი კლანი ყიდიან ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შენასანარჩუნებლად. ჩვენ არასდროს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ხელისუფლება, რომელიც დღითიდღე სულ უფრო იშლება, გვპირდება მხოლოდ სიღარიბეს და იზოლაციას. 

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბოლო შანსი, საქართველო იყოს დამოუკიდებელი,  ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ევროპული სიკეთეები აისახება თითოეულ ქართულ ოჯახზე. 
როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ!" - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს".

აღნიშნულ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება განცხადებას პოზიტიურად აფასებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics