|
2024-09-30 10:00:18, 250 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო „მესიჯებზე" კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი განმარტებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მმართველი პარტიის მიერ საკონტიტუციო უმრავლესობის მოპოვებითაა შესაძლებელი. „მსოფლიოში არსებული დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დიდია საშიშროება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის მიდრეკილება აქვთ რადიკალურ დაჯგუფებებს და მათ პატრონებს. ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა. პირდაპირ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რა მუქარა და შანტაჟი არსებობდა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული შემდგომი გადასადგმელი ნაბიჯები“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, „ოპოზიცია შეეცდება, ქვეყნის გაერთიანების პროცესს ხელი შეუშალოს, ამიტომ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მოსახლეობის მაქსიმალური მონაწილეობა". „ჩვენ გვაქვს ქვეყნის გაერთიანების სურვილი ურთიერთშერიგებით, ურთიერთპატივისცემით. სხვანაირად შეუძლებელია. ამ განცხადების შემდეგ, ვნახეთ, რადიკალური ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა. ყველაფერს გააკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ამ პროცესებს ხელი შეუშალონ. ამიტომ, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა გარანტი იმისა, რომ შეინარჩუნებს მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)