05:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-29 12:59:41, 378 ნახვა

საზოგადოება
გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა საქართველოში 15 ოქტომბრამდე ჩამოვა

გრიპის უფასო ვაქცინა საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაციის მსურველებს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ექნებათ საშუალება, აცრა გაიკეთონ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა შეიძინა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პირველ არხს განუცხადა, ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება.

„პირველ რიგში რისკის ჯგუფები იქნება გამიზნული. ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყება. ეს საკმაოდ დიდი დროა, რადგან საქართველოში გრიპის სეზონი, როგორც წესი, ნოემბრის ბოლოს იწყება და დეკემბერში შემთხვევების ზრდა იწყება. რესპირატორული ვირუსები ახლა დაფიქსირდა. ახლა შემოდგომაა, განსაკუთრებით საკმაოდ ცივა, ამიტომ გაციების ვირუსებმა უკვე დაიწყო ცირკულაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics