|
2024-09-27 21:03:45, 311 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ზელენსკითან შეხვედრის შემდეგ - ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებ, ომის ძალიან სამართლიან დასასრულს მივიღებთ
უკრაინის პრეზიდენტიას ვლოდიმერ ზელენსკისა და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა ნიუ-იორკში, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, Trump Tower-ის კომპლექსში შედგა. ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებ, ომის ძალიან სამართლიან დასასრულს მივიღებთ. მართლაც ძალიან სწრაფი გარიგება მოცდება. ეს უნდა შეწყდეს. და პრეზიდენტს [ზელენსკის] სურს, რომ ეს შეწყდეს. და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ პუტინს სურს ამ ომის შეჩერება. ეს კარგი კომბინაციაა. ასე რომ, ჩვენ გვსურს მივიღოთ სამართლიანი შეთანხმება ყველასთვის“, - თქვა ტრამპმა, რომელიც მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის გვერდით იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ჰპირდება უკრაინაში ომის დასრულებას 24 საათში, ის ზუსტად არ განმარტავს, როგორ აპირებს ამის მიღწევას. ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი შიშობს, რომ ის შეეცდება დაარწმუნოს უკრაინა მოსკოვთან ტერიტორიულ დათმობებზე ან კონფლიქტის გაყინვაზე. კიევში ორივე ვარიანტს არაერთხელ უწოდებდნენ მიუღებლად. პარასკევს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს ტრამპს, უნდა დათანხმდეს თუ არა უკრაინა მისი ზოგიერთი ტერიტორიის რუსეთს გადაცემას ომის დასრულების მიზნით, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“. ტრამპმა შეხვედრა გახსნა იმით, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ზელენსკისთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს [ზელენსკისთან] და, როგორც მოგეხსენებათ, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან. და ვფიქრობ, რომ თუ გავიმარჯვებთ, ყველაფერს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა. ამაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღიმილით უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა თქვენთან უკეთესი იქნება“. "ტანგოს ორი სჭირდება", - იხუმრა ტრამპმა.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)