|
2024-09-27 13:32:17, 434 ნახვა
ეკონომიკა
აბდუჰაკიმოვი - ჩვენთვის საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში შთაგონების წყაროდ იქცა
ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მან გულთბილი მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს. “ჩვენ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ მსოფლიო ტურიზმის დღე და ვაღიაროთ, რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და მშვიდობა",- განაცხადა აზიზ აბდუჰაკიმოვმა. მან ასევე ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ტურიზმის ინდუსტრიის როლზე ისაუბრა. “ტურიზმი უფრო მეტია, ვიდრე - მოგზაურობა. ეს არის ხიდი, რომელიც გვაერთიანებს, აზღვრებს გვიხსნის, გამოცდილებას გვაძლევს კულტურულ დიალოგსა და ცხოვრების ახალ სტილზე. უზბეკეთში შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით სტრატეგიის შემუშავების ნაწილში, ასევე - საქართველოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკა, თანამშრომლობა კერძო სექტორთან",- განაცხადა თავის გამოსვლაში უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)