08:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 12:07:28, 377 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - არა ბოდიშს და კი ღირსებას, კი საქართველოს ერთიანობას - ამ სირცხვილს, ჩვენი ხელისუფლების სახით, ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ

უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების” მიერ "პატრიოტების შეურაცხყოფა და მტრებისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს ღალატი და სირცხვილია, რაც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს".

"უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება.

მერწმუნეთ, საოკუპაციო ხაზს მიღმა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ევროკავშირის პასპორტი, ძლიერ საქართველოში ცხოვრება ენდომება და ამიტომაც ვამბობთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. 

არა ბოდიშს, კი ევროპას, კი განვითარებას, კი ტერიტორიულ მთლიანობას და კი ღირსებას.

საქართველო იყო და ყოველთვის იქნება ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა და ამ სირცხვილს, რომელიც ჩვენ ახლა ხელისუფლებაში გვყავს და მობრძანებული იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბევრი სირცხვილი ილაპარაკა, ჩვენ ყველანი ერთად, ზუსტად 1 თვეში, 26 ოქტომბერს ჩამოვირეცხავთ იმიტომ, რომ ამ სირცხვილს, რომელიც აქ იყო და საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უღირსად მოიხსენიებს ჩვენს პატრიოტებს და ბოდიშს უხდის მტერს, აუცილებლად 26 ოქტომბერს ამის გამო მათ გავცემთ პასუხს, როცა "ოცნება” დამარცხდება",- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics