2016-02-23 10:43:00, 510 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევებმა მოჭრეს 41 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის ტოტები.
გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 19834 ლარი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან