|
2024-09-26 19:00:53, 289 ნახვა
საზოგადოება
წიგნი ადამიანზე და თავისუფლებაზე - გამოვიდა გეგე დადიანის რომანი „საშიში იდეალისტები“
გაყიდვაში გამოვიდა გეგე დადიანის რომანი „საშიში იდეალისტები“. გეგე დადიანი, რომლისთვისაც „საშიში იდეალისტები“ სადებიუტო რომანია, წინასიტყვაობაში განმარტავს, რომ წიგნი: ახალგაზრდებზეა, მშობლებზეა, რა თქმა უნდა მანკიერებებზე ჩვენს ირგვლივ და წარმატებებზე, ურთიერთობებზე და სიყვარულზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე, რწმენასა და ფარისევლობაზე. „წიგნი ეძღვნება ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიც არასოდეს დაიღლებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, წიგნი ეძღვნება სახელმწიფოს“, - წერს ავტორი. ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორის ლელა ოჩიაურის თქმით, წიგნი არის მოწოდება თავისუფლებისკენ. წიგნში ადამიანის ცხოვრება და ღირებულებებია აღწერილი. ინსტიტუციონალური და საზოგადოებრივი მანკიერებები სახელმწიფოს მშენებლობის საკითხში. გმირის გარშემო განვითარებული მეგობრობის, სიყვარულის, სიკვდილის, ღირებულებითი ტრანსფორმაციის, ფსიქოლოგიური განსჯისა და გამარჯვებისთვის ბრძოლის ისტორია. თაობებისა და ინსტიტუციების ურთიერთობები. წიგნის გაფორმება და პოსტერები ირაკლი ნაკუდაიძეს /IRAKKLIO/ ეკუთვნის, წიგნის მთავარი რედაქტორი - თამარ ნუცუბიძეა, არტ დირექტორი - ბაკურ თვრინელი, დიზაინერი - გიორგი ნავროზაშვილი, წიგნი გამომცემლობა დიდი ფაქტორმა დაბეჭდა. წიგნის შეძენა შესაძლებელია ბიბლუსის ქსელში, ასევე მაღაზიებში სანტა ესპერანსა (ქ.თბილისი, სანქტ-პეტერბურგის 12) იერი (თბილისი, ქიქოძის 10), პარნასი (თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. 22), შაქრო ბაბუა (თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. 17ბ), რუსთაველის 16 (თბილისი, რუსთაველის 16).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)