|
2024-09-25 16:17:22, 255 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისევ ისინი, ვინც ადეიშვილს, სააკაშვილს, მერაბიშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებენ
როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს გაეროში. „ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისევ ისინი, ვინც ისეთ კრიმინალებს, როგორებიც არიან ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის გვარამიათი, მელიათი, უწოდებენ დემოკრატიის შუქურას. ახალგაზრდებს რომ ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, ადამიანებს საკუთარ ქონებას ართმევდნენ და სახელმწიფოზე აფორმებინებდნენ, შეზღუდული იყო გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, არ არსებობდა მედია პლურალიზმი, ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. მე ხომ არ ვცდები, ხომ ასე გვეუბნებოდნენ? ხალხი ყველაფერს ვხედავთ, ვაფასებთ რეალურად, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, კარგად ვიცით, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ამ ქვეყნის მოყვარე, საქართველოს ხელისუფლება ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ საკუთარ ინტერესს და ხალხს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავის აგენტურას ხელი დააფარონ. რაც არ უნდა კრიმინალები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის შუქურები არიან. როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ქართველი ხალხი ამ ყველაფერზე 26 ოქტომბერს გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)