00:11 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 16:10:44, 2374 ნახვა

ხოშტარია - მე, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია სიაში ვიქნებით

მე, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია სიაში ვიქნებით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიდგომას პლატფორმის ახალგაზრდებისთვის გადაცემის შესახებ თითოეული მათგანი იზიარებს.

"ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე მთავარი მოტივაცია არის, რას ვთავაზობთ საზოგადოებას და ნიკას პრინციპული გადაწყვეტილება, ძალიან დიდი ხნის წინ პრაქტიკულად კოალიციის შექმნის დღიდან იყო, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა შესთავაზოს ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ ნახავთ სიაში, ახალ ხალხს პოლიტიკაში და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც პრაქტიკულად, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა და ბოლომდე შეასრულა. ამიტომ, ჩვენ, მე, ზურა და ნიკა მელია სიაში ვიქნებით, თუმცა, თავისთავად სიის კომპოზიცია და მიდგომა, რაზეც ნიკამ ისაუბრა, ამას ვიზიარებთ აბსოლუტურად ყველა", - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 25 სექტემბერს, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არ იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics