09:55 - 01 May, 2026
|
2024-09-25 14:38:07, 394 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც "ექსპრესნიუსს" დიპლომატიურ უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "ინფორმაცია დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს",- ამბობენ საგარეო უწყებაში. ცნობისთვის, დღეს, 25 სექტემბერს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ელჩმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანიის ცნობითვე, კონფლიქტი კობახიძისთვის აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)