01:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 20:04:22, 631 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს

23 თებერვალს, 11 საათზე, სასტუმრო "რედისონში"  იუსტიციის უმაღლესი სკოლა დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს. 

ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, 2015 წელს, უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და 2016 წლის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს. 

გასულ წელს, არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში. ინტენსიური საქმიანობა განხორციელდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფის; იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზაციული გაძლიერების და საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. 

მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება: იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის შესრულების გაგრძელება; უწყების ინსტიტუციური გაძლიერება; იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამებში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თემებზე კურიკულუმების ინტეგრირება; სამოსამართლო კანდიდატთა სწავლების ვადის გაზრდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics