09:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 21:07:14, 290 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს თავმჯდომარესთან, მის მოადგილესთან, ცესკოს მდივანთან და წევრებთან გამართულ შეხვედრებზე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია როგორც ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან, ისე წევრებისგან მიიღეს.  

"გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვა/გამოყენების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარის თქმით,  გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საერთაშორისო დამკვირვებლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იულიან ბულაის ხელმძღვანელობით უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს სახელმწიფო და  სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.

26 ოქტომბრის არჩევნებს დელეგაციის სრული შემადგენლობა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics