09:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 14:42:09, 364 ნახვა

პოლიტიკა
ზატულინი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება - ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გაწირავენ დამოუკიდებლობას საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად,- ამის შესახებ რუსეთის  სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა Gazeta.Ru-ს განუცხადა.

ზატულინის თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, "სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე" კვლავ საუბრობს.

"არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის სააკაშვილის აგრესიის გამო 2008 წელს. ეს გაკეთდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ძირითადად, შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ამით ისინი ცდილობენ, ამომრჩევლის ყურადღება მიაპყრონ იმაზე, თუ რა ჩიხში შეიყვანა სააკაშვილმა ქვეყანა ამ აგრესიით",- ამბობს ზატულინი.

მისივე თქმით, თბილისს "აფხაზებისა და ოსების ქართველებთან გაერთიანებისთვის მზადყოფნის იმედი" არ უნდა ჰქონდეს.

"ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირ გავლენას არ მოახდენს რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ზოგიერთს იმედი აქვს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. არ არსებობს და არ შეიძლება, არსებობდეს რამე გეგმა, რომ რამე ეფემერული სარგებლისთვის ამ გადაწყვეტილებას შევცვლით",- აცხადებს ზატულინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics