12:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-24 11:32:00, 326 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტყეების პათოლოგიური მდგომარეობისა და ტყის მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული რეაგირების მეთოდები განიხილეს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად დასაგეგმად და განსახორციელებლად. 

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ტერიტორიაზე გავრცელებული მავნებელ-დაავადებების მართვის, ასევე, დაცულ ტერიტორიებსა და  აჭარის ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობების პათოლოგიური მდგომარეობებიც. საუბარი შეეხო წაბლის და მუხის ახალი მავნებლების (წაბლის მეგალე და მუხის ბაღლინჯო) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალების შემუშავების მნიშვნელობის საკითხს. 

შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები, ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, მკვლევრები, მეცნიერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics