12:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 14:32:17, 326 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა N2 ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე კახა გულედანთან და  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ახლად  რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა.

საბავშვო ბაღი ახალ სააღმზრდელო წელს განახლებულ შენობაში შეხვდა.

„ძირითადი შენობა, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, განახლდა, ასევე აშენდა ახალი ფლიგელი, 290 ბავშვის მიღება შეუძლია აღნიშნულ ბაღს. დღესდღეობით მხოლოდ 150 ბავშვია რეგისტრირებული და ბაღს შეუძლია, დაიმატოს ბავშვები. მიხარია, რომ ყველანაირი პირობა არის შექმნილი პატარებისთვის. ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმისთვის, რომ დაცული იყოს საერთაშორისო სტანდარტები. ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე ამ ბაღს აქვს ეზოს პრობლემა და სასეირნო სივრცე პატარებისთვის სახურავზეა მოწყობილი თავისი სათამაშოებით და ატრაქციონებით", - განაცხადა კახა კალაძემ. 

განახლებული ბაღის შენობა ასევე დაათვალიერეს საქართველოს  პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა. 

N2 საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელი მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა, შესაბამისად, მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება და ამასთანავე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს მოწყობა, პროექტის მთავარი ამოცანა იყო, რაც წარმატებით შესრულდა. პროექტის ფარგლებში, შენობის მეორე ნაწილის ნაცვლად აშენდა სრულიად ახალი კორპუსი, სადაც მოეწყო  სააღმზრდელო ჯგუფები, სპორტული და ღონისძიებების დარბაზები და სამზარეულოს ბლოკი. 

ბაგა-ბაღი ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამონტაჟებულია ელექტროპანდუსი და ლიფტები შშმ პირთათვის, გარდა ამისა, იგი  სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს. საბავშვო ბაღი ათჯგუფიანია და 290-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics