|
2024-09-23 12:44:20, 348 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე კობახიძეზე - როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, აშშ-ში ბოლოჯერ იმყოფება - შეუძლია, სამახსოვროდ ბევრი ფოტო გადაიღოს
მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია, გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” მიმართ "ნდობა სრულად დაკარგული აქვს". “მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია, გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა. აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების” რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს",- ამბობს მანჯგალაძე. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. 25 სექტემბერს, კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)