18:57 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 14:25:44, 356 ნახვა

მსოფლიო
მადურო - ნუ მიიღებთ ნაჩუქარ ელექტრონულ მოწყობილობებს - ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონთან - ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიიღონ საჩუქრად ელექტრონული მოწყობილობები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ განცხადება მადურომ ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქების შემდეგ გააკეთა.

“მე ჩვეულებრივ წიგნებს ვჩუქნი… ან ხელნაკეთ ხის ზარდახშებს, რომელშიც ვდებ ვენესუელურ ყავას, ტკბილეულს. ნუ მიიღებთ ნაჩუქარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონთან, ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში“,- განაცხადა მადურომ.

ცნობისთვის, 17 და 18 სექტემბერს ლიბანის სხვადასხვა რაიონში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის პეიჯერების, აფეთქება მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, 37 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი, დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics