|
2024-09-20 15:34:36, 374 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - საქართველოსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება - ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, რომელთა განხორციელებისას მჭიდროდ ვითანამშრომლებთ
"ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ისე პოლიტიკურად. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ტრადიციულად მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება - ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, რომელთა განხორციელებისას ორი ქვეყანა მჭიდროდ ითანამშრომლებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთში ვიზიტის შედეგებს დადებითად აფასებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მეტ პოტენციალზე საუბრობს. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით 19 -20 სექტემბერს შედგა. ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან და ტრანსპორტის მინისტრ მარატ კარაბაევთან. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს, ასევე ისაუბრეს რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებში შემდგომი პარტნიორობის საკითხებზე. ასტანაში დღეს საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის და ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ მარატ კარაბაევის თანათავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები - ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები, მათ შორის ევროპასა და აზიას შორის ციფრული კორიდორის განვითარების საკითხი. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მხარეებს შორის შედგა საუბარი, ტრანსკასპიურ სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტებში, მათ შორის „შუა დერეფნის" განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები იყო. "ჩვენ შევთანხმდით უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც მიმართული იქნება „შუა დერეფნის" განვითარებისკენ. ორივე ქვეყანას აქვს სტრატეგიული მდებარეობა და ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი თანამშრომლობით მეტი ტვირთი მოვიზიდოთ დერეფანში, რაც ჩვენი ეკონომიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებიც ყაზახეთიდან საქართველოში და პირიქით, საქართველოდან ყაზახეთში ხორციელდება. მათ შორის ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებზე, გამოცდილების გაზიარებაზე, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტური იყოს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო, საინვესტიციო ურთიერთობები, ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობა. ჩვენ, ფაქტობრივად, ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ასპექტი დავფარეთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის მხარესთან უკვე შედგა შეთანხმება მომავალ წელს საქართველოში ბიზნესფორუმის ჩატარების თაობაზე, რომლის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განვითარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)