|
2024-09-20 12:32:04, 364 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული მებაჟე ოფიცრები დაჯილდოვდნენ
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, 35 წარმატებული მებაჟე ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო 38 თანამშრომელს სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭათ. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. სამსახური ცნობით, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობაში მათ უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის თარიღი დაკავშირებულია მნიშვნელოვან მოვლენასთან, კერძოდ ეროვნული საბჭოს მიერ, 1918 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი- „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ. 2022 წელს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით პროფესიული დღე დაწესდა ეროვნულ დონეზეც და 20 სექტემბერს, უკვე მეორედ აღინიშნება ეს თარიღი. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მებაჟის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)