|
2024-09-19 13:06:47, 509 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.0%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 700.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 4 173.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 2.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 526.9 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 3.3 პროცენტით). "საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარაგვისტოში, 6 353.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2 პროცენტია. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (745.5 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (538.2 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (476.0 მლნ აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 761.8 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 186.4 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 167.3 მლნ აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 085.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 636.2 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (1 278.8 მლნ აშშ დოლარი)",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)