|
2024-09-18 22:38:57, 389 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, DataFest-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება
„საქართველოს ბანკი“, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების განვითარებასა და ამ სფეროს გაძლიერებისკენ ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, „საქართველოს ბანკი“ მხარდაჭერით, რიგით მერვე, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი- DataFest Tbilisi 2024 გაიმართება. DataFest ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც სპიკერები უახლეს ტრენდებზე და იმ ტექნოლოგიებზე ისაუბრებენ, რომლებიც მონაცემთა ახლანდელ და სამომავლო გზას განსაზღვრავს. ფესტივალი 19 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ DataFest 2024 - ში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს წარმოადგენს. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვაზე. ღონისძიებაზე, დამსწრე აუდიტორიას გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვისაუბრებთ მონაცემთა ანალიტიკის მნიშნველობაზე და იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ მას საქართველოს ბანკში ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობასა და განვითარებას, რათა ჩვენს მომხმარებლებს უფრო მეტად კომფორტული სერვისები და პროდუქტები მათთვის სასურველ არხში მივაწოდოთ“ , - განაცხადეს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)