13:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 11:54:56, 550 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შესაძლო დისციპლინურ გადაცდომებზე მსჯელობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. მთავარი თემა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საქმიანობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭოს წევრი შოთა გეწაძე სპეციალურ პრეზენტაციას წარადგენს.

"აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედიოდა და დღესაც შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში. მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით, საბჭოს ერთ-ერთი უფლებამოსილებაა,  მოსამართლეთა ვიწროსპეციალიზაციის განხორციელება და ეს, როგორც ჩანს,  განხორციელებულია თავად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ და არა იუსტიციის უმარლესი საბაჭოს მიერ", - განაცხადა შოთა გეწაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები  საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის შესაძლო დისციპლინურ  გადაცდომებზე საუბრობენ:

"გადაწყვეტილება მიღებული იქნება. აქ შესაძლოა, დისციპლინური სამართალდარღვევაც გამოვლინდეს. არც ესაა გამორიცხული", - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ.

სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მიწვეულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics