|
2024-09-17 11:24:58, 406 ნახვა
მსოფლიო
The Times - დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე იარაღის გამოყენების ნებართვას აშშ-სთან შეთანხმების გარეშე არ მისცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გარეშე არ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიტანეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე აშშ უკრაინას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მწვანე შუქს აუნთებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დასავლელ მოკავშირეებს საერთო სტრატეგიის დასახვა სჭირდებათ. “მნიშვნელოვანია, რომ, როგორც უკრაინის მხარდამჭერ მოკავშირეებს, გვქონდეს სტრატეგია მომავალში გამარჯვებისთვის. ახლა ჩვენ ამას განვიხილავთ აშშ-სთან და სხვა მთავარ მოკავშირეებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მივემართებით გენერალურ ასამბლეაზე, სადაც შევხვდებით ზელენსკის“,- აღნიშნა ლემიმ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)