12:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 21:37:42, 460 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება - შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია

ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება ჩვენს ოს დებთან და ძმებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, "აფხაზ დებთან და ძმებთან დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია".

"არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა. ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას. და იმ ადამიანებმა ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ უნდა კარგად გაათვითცნობიერონ რას დაუპირისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს, აი ამ ბინძურ, პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში და სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები. რას ატყუებენ ისინი ქართულ საზოგადოებას და რატომ სჭირდებათ ტყუილის თქმა, რომ თითქოს ვინმე ამბობს, რომ ან ოკუპანტს, ან მკვლელს ან მწამებელს ბოდიში უნდა მოუხადოს ვინმემ", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics