2016-02-22 10:46:08, 471 ნახვა
საზოგადოება
17 წლის სამირა ბაირამოვას ამ დრომდე ეძებენ
17 წლის სამირა ბაირამოვას ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის წევრები ქვემო ფონიჭალის პოლიციის განყოფილებასთან გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილები. მანამდე მათ ფონიჭალაში საპროტესტო აქცია გამართეს და გზის გადაკეტვას შეეცადნენ. მათი თქმით, სამართალდამცველებს გოგონას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან, თუმცა ისინი რეაგირებას არ ახდენენ.
გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა არასრულწლოვანი ბიჭის დედაც, რომელსაც 17 წლის გოგოს გატაცება ბრალდება.
17 წლის სამირა ბაირამოვა 4 დღის წინ დაიკარგა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან