|
2024-09-15 11:22:26, 372 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანმა კადეტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 14 წლის იუბილე და სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. "სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ხელშეწყობით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მუდმივი განვითარების რეჟიმშია და ბრწყინვალე შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ საუკეთესო განათლება. მან მადლობა გადაუხადა სასწავლებლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს ლიცეუმის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის. ღონისძიების ფარგლებში, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებსა და მასწავლებლებს საშტატო იარაღი, უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში მკითხველები შეძლებენ ელექტრონული და ბეჭდური წიგნებით სარგებლობას. ასევე, შექმნილია სამკითხველო სივრცე, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაოებისათვის. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)