|
2024-09-15 09:56:29, 343 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა ბლეფი და სისულელეა
კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის საკითხზე. კალაძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც „ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა". „საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გახსოვთ მათი კამპანია და განცხადებები, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვიმსახურებდით მას. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, თურმე, მილიარდობით გრანტი დავკარგეთ. დღეს ხომ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, სად არის მილიარდობით გრანტი? სანამ „გამჭვირვალობის კანონი" მიიღებოდა ერთი თეთრი არ წამოსულა ამ მილიარდებიდან. 26 ოქტომბერს ყველას სათანადო პასუხი გაეცემა", - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)