|
2024-09-15 09:54:27, 274 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ
საერთაშორისო პლატფორმებს რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე გერმანიაში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, "ქვეყნის მომავალს რადიკალური დაჯგუფება ებრძვის". „ეს მხოლოდ ეკა ტყეშელაშვილს და ანა ნაცვლიშვილს არ ეხება. ადამიანს გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშორისო პლატფორმებს იყენებდე ქვეყნის წინააღმდეგ, გამოდიოდე და პირდაპირ ამბობდე, რომ საკუთარი ქვეყანა, შენი სამშობლო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს, საქმე?! ეს არის ერთი რადიკალური დაჯგუფება, მასში შედიან ის ადამიანები, ვინც თქვენ დაასახელეთ, რომლებიც ებრძვიან ამ ქვეყნის მომავალს. მათი სურვილი იყო, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა, კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის და სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი წარმატებული შეჩერდეს და ქვეყანას მიაყენონ ზიანი და შეურაცხყოფა", - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)