|
2024-09-14 12:35:49, 520 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენიმა და ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, საუბრის დროს ბლინკენმა დაადასტურა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობის მნიშვნელობა. "ბლინკენმა და ფაშინიანმა განიხილეს აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაფართოება, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ასევე განათლების სფეროებში. სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების ერთგულება მიმდინარე ძალისხმევისადმი, რომელიც მხარს უჭერს აყვავებულ, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სომხეთს, რაც სასარგებლოა სომეხი ხალხისა და უფრო ფართო კავკასიის რეგიონისთვის", - ნათქვამია პრესრელიზში.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)