|
2024-09-14 12:14:53, 471 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
თუ „მოთმინება ამოიწურება“, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე დაწერა. როგორც მედვედევი წერს, ბირთვული კონფლიქტი არავის სჭირდება. "რას ფიქრობენ დასავლელი უფროსები და მათი ომში გართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ჩვენი ქვეყნის რეაქციაზე „ტერიტორიის სიღრმეში“ შესაძლო სარაკეტო დარტყმებზე? აი რას: რუსები ბევრს საუბრობენ მასობრივი განადგურების იარაღით პასუხის შესახებ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ეს მხოლოდ „სიტყვიერი ინტერვენციებია“. რუსები ზღვარს არ გადაკვეთენ. ისინი უბრალოდ გვაშინებენ. ბირთვული კონფლიქტი მათთვის არაფრის მომცემია, მათ შეიძლება უფრო მეტი დაკარგონ, მათ შორის გლობალური სამხრეთის მხარდაჭერა. და საერთოდ, ვის სჭირდება აპოკალიფსი? და ა.შ. სწორედ ამიტომ ჯერჯერობით არ მიღებულა გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ (არასტრატეგიული ან მით უმეტეს სტრატეგიული). რუსეთი მოთმინებას იჩენს, რადგან, ცხადია, ბირთვული პასუხი უკიდურესად რთული გადაწყვეტილებაა შეუქცევადი შედეგებით. თუმცა, გაბღენძილ ანგლო-საქს ნახევრად გამომცხვრებს არ სურთ ერთი რამის აღიარება: ნებისმიერ მოთმინებას აქვს დასასრული“, - წერს მედვედევი.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)