|
2024-09-13 13:05:38, 248 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები დღეს ჩიბათისა და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა. „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეებთან შეხვედრისას განიხილეს სოფლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე. „მოქალაქეებთან განვიხილეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები და განხორციელებული პროექტები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით გავაკეთეთ, ასევე, განვიხილეთ ის პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარებისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. სოფელ ჩიბათში ვიწყებთ თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის სრულს რეაბილიტაციას, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სტიქიის შედეგად დაზიანებულ კულტურის შენობის სახურავს, კოლხეთის ეროვნულ პარკისკენ მიმავალ 9-კილომეტრიანი გზაზე მოეწყო ღია კაფე, დაიგო გზა და მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები. სოფელ შუხუთის ცენტრში მოეწყო ხელოვნურსაფრიანი მინისტადიონი, დამისამართებულია ქუჩები, რეაბილიტირდა შიდა მიმოსვლის გზები. სოფლებში მოეწყო გარე განათება და ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა. ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)