|
2024-09-12 21:28:33, 335 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია
ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია, - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკელი სენატორების კრიტიკის საპასუხოდ. ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლებს. "მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს. ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. აბსოლუტურად მშვიდად, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააცნოს თავისი ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ცალკე თემაა რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს სათქმელი გარდა სიცრუისა. რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი", - განაცხადა კახა კალაძემ.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)