|
2024-09-12 20:22:13, 412 ნახვა
პოლიტიკა
ჯიმ რიში - თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს იმისთვის, რომ ამას მიაღწიონ
თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, - ამის შესახებ სენატორმა რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოზე საუბრისას განაცხადა. როგორც რიშმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდება. "ის ინფორმაცია, რომელზეც გვაქვს წვდომა, გვეუბნება, რომ ადამიანები, რომლებსა აქვთ ჭკუა და ანალიზის უნარი, ძალიან სწრაფად მიდიან დასკვნამდე, რომ დემოკრატია არის უკეთესი ცხოვრება. მე თქვენ მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ერთ თვეში და ვნახავთ ამ არჩევნების შედეგებით და ამას დაგვიდასტურებს ის დელეგაციები, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ არჩევნებს და იქ უკვე გრძელვადიანი დელეგაციები ჩასულები არიან. თუ ის, რასაც თქვენ ამბობთ ქართველ მოსახლეობაზე და ქართველ ხალხზე და თუ მართლა უნდათ დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, იმისთვის რომ ამას მიაღწიონ. ჩვენ დავაკვირდებით ამ არჩევნებს", - განაცხადა რიშმა.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)