15:30 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 16:29:16, 420 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს - ტყუილია 14 მილიარდი!

აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს… ტყუილია 14 მილიარდიც! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მომენტიდან, საქართველოს ექნება წვდომა 14-მილიარდიან ფონდზე. 

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, "რადიკალური ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს, ხალხს მოანდომოს მოლაპარაკებების გახსნა".

"აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს… 14 მილიარდი. სინამდვილეში, არც ომზეა მიბმული მოცემულობა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, არც უღირსობაზე და ცალ ფეხზე დგომაზე, არც სანქციების დაწესებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ჩამოქცევაზე. ტყუილია 14 მილიარდიც! 

მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა. სინამდვილეში, კონტრპროდუქტიული და ანტიევროპულია ასეთი ცრუ ნარატივები! მოლაპარაკებები არა თოთხმეტმილიარდიანი ცრუ მოლოდინის, არამედ წარმატებული შედეგისთვის გვჭირდება. ესაა რეალობა! 

პირიქით, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით უნდა მოვახერხოთ მოლაპარაკებების გახსნაც და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებაც! 

ასევე, მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ურთულეს გზაზე ყველა ეტაპის გავლა, დღეს კი ქვეყანას მშვიდობა, დამოუკიდებლობის შეუდარებლად მაღალი ხარისხი და კანდიდატის სტატუსი ერთდროულად აქვს. გაგრძელება იქნება!..“ - წერს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics