|
2016-02-21 13:30:18, 694 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიამ პროექტი “განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია“ დაიწყო
შსს-ს აკადემიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროექტი „განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია“ დაიწყო. პროექტის მიზანია ინფორმაცია აკადემიაში განათლების მიღების შესახებ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს. შსს-ს ინფორმაციით, პროექტის საშუალებით მომავალ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ შსს-ს აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების პრინციპებს. მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციებს აღნიშნულ თემაზე უფროსკლასელებისთვის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და აკადემიის წარმომადგენლები პოლიციის შენობებში აწყობენ. პროექტის უკვე დაიწყო შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. უახლოეს მომავალში პროექტში ჩაერთვებიან მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებიც.
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)