|
2024-09-11 14:30:01, 253 ნახვა
კალაძე - ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან
ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო პროცესში. კალაძეს თქმით, "ვერანაირი ბენეფიტის მომტანი ვერ იქნება მათი ჩართულობა, იმიტომ, რომ ძირითადად ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს შეადგენენ იმ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია". „რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვერანაირი ბენეფიტის მომტანი ვერ იქნება მათი ჩართულობა, იმიტომ, რომ ძირითადად ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს შეადგენენ იმ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია. ის რას უნდა დააკვირდეს? პირიქით, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, ექნებათ დაპირისპირების და პროვოკაციების მოწყობის მცდელობა. ეს ხომ ახალი არ არის ჩვენთვის? გამოვლილი და ნანახავი გვაქვს. აგერ, პარალელური დათვლების შედეგები გააყალბეს, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა. რომ არ გვენახა ეს გაყალბებული მონაცემები, ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები გააყალბეთო, რათა ქვეყანაში დაპირისპირება და რევოლუცია მოეწყოთ. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას, აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას საერთაშორისო შეფასებებზე, კალაძე პასუხობს: „მათ განცხადებებს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს. როგორ შეიძლება, კოლექტიური გიგაურ-ლომჯარიების განცხადებები იყოს ფასეული? ადამიანები იძახიან, არასამთავრობო სექტორი ვართო და მიტინგებს აწყობდნენ, პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგეს და ჩვენ უნდა ავიღოთ მმართველობაო. ეს ხომ წარმოუდგენელია“, - აცხადებს კახა კალაძე.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)