16:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 14:43:41, 308 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, ქვეყნის ინტერესები გაატარონ

ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, ქვეყნის ინტერესები გაატარონ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანასების გზით მათი მოსყიდვის საფრთხეებს ეხებოდა. 

თბილისის მერის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

"ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მართლა კეთილ საქმეს აკეთებს და ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც ამ ქვეყნისთვის მართლაც  მნიშვნელოვანია. რატომაც არა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინასებთ.

გუშინ პრემიერმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებათან დაკავშირებით და ის შანტაჟი, რომელიც მოდიოდა უცხოეთიდან, ამ ორგანიზაციების მიმართულებით, რომ თქვენ თუ დარეგისტრირდებით, ჩვენ არ დაგაფინანსებთ - ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ვისაც მართლა სურვილი აქვს, რომ კარგი საქმე აკეთოს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ გვერდით დავუდგებით", - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics