01:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 14:59:23, 708 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პროექტ „ ჩემი ნაძალადევის“ ფარგლებში, ნაძალადევის გამგებელი რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, ზაზა გაბუნია კნოლევის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და გამგეობის საქმიანობისა და გეგმების შესახებ ადგილობრივებს პირადად ესაუბრა.  გამგებელმა ახლადრეაბილიტირებული ქუჩა დაათვალიერა.

მერიის ცნობით, კნოლევის ქუჩას 5105 კვ/მ ფართობზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.

„დაიგო ასფალტის საფარი სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე, მოწესრიგდა ბორდიურები. მთლიანად გამოიცვალა და მოწესრიგდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის ფარგლებში, ახლით შეიცვალა 200 მმ-იანი საკანალიზაციო ქსელი და წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის ამორტიზებული - 500 გრძ/მ, ასევე 160 მმ-იანი გამანაწილებელი ქსელის 500 გრძ/მ; პროექტის ფარგლებში, განახლდა 700 მ სიგრძის განშტოებები. ქუჩაზე შესაცვლელი მილების საერთო სიგრძე 1 700 მეტრს შეადგენს. დამონტაჟდა  6 ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო  წყალსადენის 3 ახალი საკვანძო ჭა და განახლდა სახანძრო ჰიდრანტების ქსელი“, - აცხადებენ მერიაში.

„კნოლევის ქუჩაზე საშვილიშვილო საქმე გაკეთდა, მოწესრიგდა როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით. მე მოხარული ვარ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილ გარემოში აგრძელებს ცხოვრებას. ეს ტემპი ნაძალადევის რაიონში უნდა გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდეს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics