01:08 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-07 18:23:15, 431 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში, თანამედროვე მედიცინის განვითარებაში, ფრიდონ თოდუას ღვაწლზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აკადემიკოსმა, ქართულ ჯანდაცვის სისტემას სახელი გაუთქვა და თანამედროვე მიდგომები და მკურნალობა ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

“სამეცნიერო კონფერენციაზე -"ტექნოლოგიები XXI საუკუნის მედიცინაში" - მოხსენებები გაკეთდა ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა: "თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფიის შესაძლებლობები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს," "რადიოლოგიური ბიომარკერების როლი ნერვული სისტემის დაავადებების კვლევაში," "კაროტიდული ათეროსკლეროზის თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა" და სხვა.

ფრიდონ თოდუას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, საქართველოს რადიოლოგიური სკოლის განვითარებაში. მან დააფუძნა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია. იგი  იყო მედიცინაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ახალი მიღწევების, რადიოლოგიური კვლევის ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვის ინიციატორი.

ფრიდონ თოდუა იყო პირველი, ვინც ყოფილ საბჭოთა კავშირში კომპიუტერული ტომოგრაფიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და გამოავლინა დიდი ორგანიზატორული ნიჭი განყოფილების ჩამოყალიბებასა და კადრების მომზადებაში.

მან პირველმა შეიმუშავა ე.წ. “უსისხლო“ მანიპულაციები სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისთვის და დანერგა ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები კომპიუტერული ტომოგრაფიის და ულტრაბგერითი კონტროლით, რაც შესაძლებლობას იძლევა უარი ითქვას რთულ ოპერაციულ ჩარევებზე. მის მიერ შემუშავებული მეთოდები ფართოდ დაინერგა მსოფლიოს მრავალ კლინიკაში.

თოდუას კლინიკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, აკადემიკოსები, მეცნიერები და 250-მდე საქართველოს წამყვანი ექიმი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics