|
2016-02-20 12:57:38, 1522 ნახვა
კომენტარი
დავით ნარმანია პროკურორის შვილის დაფინანსებაზე: ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა
„ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ისანი-სამგორის რაიონის პროკურორის შვილის სწავლის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეცდომაში შესაბამისმა სამსახურებმა შეიყვანეს, რის გამოც თანამდებობიდან საშუალო რანგის თანამშრომელი გათავისუფლდა. „გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა მუხლიდან ჩვენ თამარ გერგედავას დავეხმარეთ. ასეთი რამ არ ყოფილა. სხვა სოციალური ღონისძიებებიდან, საიდანაც შეჭირვებული ოჯახების სწავლის საფასური ფინანსდება, იქიდან მოხდა მისთვის თანხის გამოყოფა. თუმცა, ოჯახი არ ყოფილა შეჭირვებული და ამის შესწავლა უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერი საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ყველა განცხადებას ის ვერ გადაამოწმებს და ამისთვის მერიაში შესაბამისი სამსახურები არსებობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)