23:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 15:37:41, 412 ნახვა

პოლიტიკა
ნილს შმიდი - 9 ნაბიჯი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ახლა მეათეც არის დამტკიცებული, რაც „აგენტების“ კანონის გაწვევას უკავშირდება

9 ნაბიჯი ყველასთვის ცნობილია, რისი შესრულება ევალება ხელისუფლებას, მაგრამ ახლა მეათეც არის დამტკიცებული, რაც "აგენტების" კანონის გაწვევას უკავშირდება,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, ნილს შმიდმა განაცხადა.

როგორც შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ამ პოლიტიკით საქართველო  ევროპას ვერ დაუახლოვდება".

"ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ძალიან მკაფიო "მესიჯები" გვაქვს: პირველი - ჩვენ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგით დასრულდება არჩევნები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მიიღოს მასში მონაწილეობა და დემოკრატიულ პროცესებს ხელი არ შეუშალოს. "ქართული ოცნების" ამჟამინდელი პოლიტიკა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი. ეს ნათელი და ცხადია. აქ 4 პარტია ვართ წარმოდგენილი, ბუნდესტაგის უმრავლესობას წარმოვადგენთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პოლიტიკით საქართველო ვერ დაუახლოვდება ევროპას. 9 ნაბიჯი ყველასთვის ცნობილია, რისი შესრულება ევალება ხელისუფლებას, მაგრამ ახლა მეათეც არის დამტკიცებული, რაც "აგენტების" კანონის გაწვევას უკავშირდება",- განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics