|
2024-09-06 14:24:11, 573 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქის ერთ-ერთ ქალაქს დაესხნენ თავს - დაიღუპა ერთი და დაშავდა 40 ადამიანი [ვიდეო]
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 40. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი სერხი ლისაკი ავრცელებს. ლისაკის თქმით, დაშავებულთა შორის 11 და 4 წლის 2 ბიჭი და 9 წლის გოგო არიან, საავადმყოფოში გადაყვანილი 2 მოქალაქის მდგომარეობა კი, მძიმეა. "რუსეთის ძალებმა, სავარაუდოდ, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებიდან 5 "ისკანდერ-მ"-ის ტიპის ან KN-23-ის ტიპის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომლებითაც ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 10 საათზე დაარტყეს", - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში. როგორც ლისაკმა აღნიშნა, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს და 5 ადამიანი გადაარჩინეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)