|
2024-09-06 13:46:42, 362 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ჰელსინკში ფინელ კოლეგას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრ სარი ესაიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიამ ფინელ კოლეგას საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პოლიტიკასა და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად. "საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის, რაც ამ მიმართულებებით მსხვილ სახელმწიფო ინვესტიციებში გამოიხატა. საქართველოს მთავრობა აგროსექტორში 20-მდე სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს, რათა ფერმერთათვის უზრუნველყოფილი იყოს შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ზრდა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დასანერგად საქართველოში აქტიურად მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ შეიმუშავა და 2020 წლის მაისში მიიღო ახალი ტყის კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრმა სარი ესაიამ მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას ფინეთში ვიზიტისთვის. "ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო დელეგაციის ფინეთში ვიზიტი. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები და ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანად მიმდინარეობს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი",- განაცხადა სარი ესაიამ. შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)