01:25 - 25 Jul, 2026
|
2024-09-06 10:42:12, 549 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 44 „შაჰიდიდან“ 27 ჩამოვაგდეთ
უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 44 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 27 ჩამოაგდეს, 8 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ერთი კი ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ერთი Kh-59-ისა ტიპის რაკეტითა და ერთი Kh-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტით შეუტია. "თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, კიროვოგრადის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვის, ხარკოვის, ლვოვის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და სუმის რეგიონებში", - ნათქვამია ინფორმაციაში. თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)