|
2024-09-05 14:31:32, 714 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - ღამის განმავლობაში რუსეთის 60 კამიკაძე დრონი გავანადგურეთ
უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის 60 კამიკაძე დრონი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. საჰაერო ძალების მეირ გავრცელებული განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე “შაჰიდის“ 79 უპილოტო საფრენი აპარატითა და “ისკანდერის“ ერთი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. უკრიანული მხარის ინფორმაციით, ორი დრინი რუსეთში დაბრუნდა, ერთი კი - ბელარუსის ტერიტორიაზე. 15 საფრანი აპარატის ლოკაცია უკრაინამ დაკარგა. ამასთან, მანამდე ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა მის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების შესახებ, თუმცა მინსკში არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა დრონები და რამდენმა დრონმა გადაკვეთა საზღვარი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვა ღამით უკრაინის 12 ოლქში მუშაობდა, მათ შორის კიევის, სადაც საჰაერო განგაში ცხრა საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)